„EuroArt 2022“ - მალტა

294534237 5103343936440574 674802964044959547 n„EuroArt 2022“ - მალტა
ფესტივალი მალტის ქართული კულტურის ცენტრის „GCC-MALTA,“ კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის ევროპული ფონდის (EUFSC), საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.


ფესტივალის მიზანია საქართველოსა და მალტის რესპუბლიკებს შორის ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქართველი ხელოვანების შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა, ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ევროპულ სივრცეში ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
თეატრალური ფესტივალი გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა გახსნა სპექტაკლით „დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!“
პიესის ავტორი ამირ დეჟაქამი.
რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.

მონაწილეობდნენ: კახა ბერიძე და გიორგი გოგუაძე