გ. ერისთავის თეატრის მუზეუმი ინახავს ქართული თეატრისთვის მნიშვნელოვან ბევრ საინტერესო მასალას.
საიტზე წარმოდგენილია მცირე ნაწილი დაცული ნიმუშებიდან.
მასალების უკეთ შესაცნობად ეწვიეთ თეატრის მუზეუმს...

 

სამშაბათი, 07 ივლისი 2020 12:09

XIX საუკუნე

  • Print
  • Email

XIX საუკუნის გორის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტს თეატრის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
ცნობილია, რომ ხალხური თეატრალიზირებული წარმოდგენები ისევე, როგორც სხვაგან, გორშიც უხსოვარი დროიდან იმართებოდა.
გორში პირველი სცენისმოყვარეთა წარმოდგენა
XIX საუკუნის  40-იან წლებში გაიმართა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ცდები თეატრის ჩამოყალიბებისა. 1845 წლის 1 და 8 მაისს, 11 ივლისს და 7 აგვისტოს დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“.
გორში გამართულ წარმოდგენებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული თეატრის ჩამოყალიბებაში, მაგრამ ისინი არ ჩაითვლება გორის თეატრის ისტორიის დასაწყისად.

1856 წლის 8 და 16 ნოემბერს გორელმა სცენისმოყვარულებმა გამართეს რუსული წარმოდგენა.

გორის თეატრის დაარსების თარიღად 1865 წლის 26 ივლისი ითვლება, რადგან საჯაროდ უჩვენეს გ.ერისთავის კომედია „ძუნწი“

1874 წელს გორში იქმნება „სცენისმოყვარეთა წრე“.  მათი პირველი წარმოდგენა („ძუნწი“) საზოგადო საკრებულოს პატარა დარბაზში გაიმართა. 1875 წელს დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია „უჩინმაჩინის ქუდი“ და ი.ერისთავის მიარ გადმოკეთებული კომედია „ძალად ექიმი“.

1876 წელს „სცენისმოყავრულთა წრე“ იშლება და იქმნება „სცენის მოყვარულთა საზოგადოება“.

თვალში საცემია ის, რომ გორის სასცენო ხელოვნებაში მრავალი ქალი მონაწილეობდა, მაშინ როდესაც სხვაგან და თბილისშიც ასეთ საქმიანობას ერიდებოდნენ.

90-იან წლებში, გორში ყოველწლიურად 3-4 სპექტაკლი იმართებოდა. ამ პერიოდში გორელმა მაყურებელმა იხილა: ა.ცაგარელის“ბაიყუში“, რ.ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, გ.ერისთავის „ძუნწი“, „ხორველობა“, ვ.გუნიას „რაც არ მერგება, არ შემერგება“, ზ.ანტონოვის „ქოროღლი“, და ნატალია აზიანის „ინჯილერი ან დოხტური“